კვლევები

ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში ქალ დეპუტათთა წარმომადგენლობა და გენდერული ბალანსი საქართველოში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 30 მაისს “საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობისა და გენდერული ბალანსის შესახებ“ კვლევა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების შემადგენლობის შესახებ. კვლევაში მოცემული მონაცემები ასახავს 2014 წლის თებერვლის თვის მდგომარეობას.

საქართველოში 59 მუნიციპალიტეტისა და 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში სულ 1550 დეპუტატია წარმოდგენილი. მათ შორის უმრავლესობა 88,9%(1379) კაცია, ხოლო ქალთა წარმომადგენლობის ხვედრითი წილი 11,1%(171) შეადგენს. 

საკრებულოებში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია თეთრიწყაროში, თუმცა რიცხობრივი მონაცემით, იგი მხოლოდ 8 ქალს წარმოადგენს. საკრებულოებში ქალი დეპუტატები საერთოდ არ ყავთ წარმოდგენილი მცხეთას და ახალქალს, იმის ფონზე, რომ ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 60’000 ადამიანს აღემატება, ასევე არ ჰყავს დედოფლისწყაროს და ხონს , სადაც მოსახლეობის რაოდენობა 30’000-ა. ასევე, ძალიან დაბალი ქალთა წარმომადგენლობა ჰყავს ისეთ დიდ მუნიციპალიტეტს და რიონულ ცენტრს, როგორიცაა ზუგდიდი. აქ საკრებულოს 38 წევრიდან მხოლოდ ერთია ქალი. ასევე, დაბალი წარმომადგენლობაა გარდაბანში(1), სიღნაღი(1), წყალტუბოსა(1) და ქარელში (1). 

ქალები საკრებულოებში