კვლევები

ანტიდასავლური კამპანია საქართველოში: ახალი აქტორები, მეთოდები და გზავნილები

საქართველოში ანტიდასავლური შინაარსის გზავნილები 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განსაკუთრებით მომძლავრდა. ქვეყნის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმებს, პრორუსულ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად, უკვე არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ერიდებიან. 2022 წლის ივნისში მმართველი პარტიიდან წასულმა ოთხმა დეპუტატმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნა, რომელიც დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმებით გამოირჩევა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოფილი წევრების ანტიდასავლურ განცხადებებზე არასათანადოდ გამიჯვნამ და, ზოგიერთ შემთხვევაში, გზავნილების თანხვედრამ საზოგადოებაში ამ მოძრაობის მმართველი პარტიიდან გამოყოფის ფორმალური ხასიათის შესახებ საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა.

„ხალხის ძალის“ განცხადებებების და მათზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურების შესწავლის მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააანალიზა ტელეკომპანიების „პოს ტვ“-ისა და „იმედის“, როგორც აღნიშნული პირების საზოგადოებასთან ძირითადი საკომუნიკაციო არხების, ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის სიახლეები. წინამდებარე ანგარიში სწორედ ამ კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ