დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში
წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია სამართლებრივი ბაზა და საერთაშორისო სტანდარტები, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებები, რომლებიც ეხებოდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლას.
კვლევის მიზანი იყო საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კონსტიტუციურობის შეფასება.