კვლევები

დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში

კვლევის მიზანია, ერთი მხრივ საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის განმავლობაში მიღებული რეგულაციების კონსტიტუციურობის შეფასება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

I ნაწილი შეეხება საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს პანდემიასთან ბრძოლასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. საკვლევ საკანონმდებლო აქტებს წარმოადგენდა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად, კვლევის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები, პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობის მისაღწევად, აგრეთვე ადამიანის უფლებების თვითნებური შეზღუდვისა და დემოკრატიული პროცესებისათვის საფრთხის შექმნის გამოსარიცხად.

II ნაწილი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და მიღებული ღონისძიებების კონსტიტუციურობას. ამ მხრივ გაანალიზებულია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, საგანგებო მდგომარეობის დროს და მის შემდეგ შემოღებული/შენარჩუნებული მზღუდავი ღონისძიებების გავლენა ადამიანის უფლებებზე და მათი კონსტიტუციურობის საკითხი.

კვლევის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მართვის განსხვავებული კონსტიტუციური მოდელები, მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე და ინფექციური დაავადებების პრევენციის საკითხებზე რიგი ქვეყნების სამართლებრივი აქტები.