კვლევები

სახალხო დამცველის პრაქტიკა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეების ანალიზის მიხედვით

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, გაანალიზებულია სახალხო დამცველის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფ იმ პირთა განცხადებებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯარო სექტორის სხვადასხვა დაწესებულებაში მათი შრომითი უფლებების შელახვას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებდნენ და მათ საქმეში არსებულ პოლიტიკურ ფაქტორზე მიუთითებდნენ. შესწავლილია სახალხო დამცველის მიერ ამ საქმეთა განხილვისას შრომითი უფლებების შელახვის, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ დადგენილი სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენება; ის ძირითადი უპირატესობები და გამოწვევები, რაც ახლავს სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციის შესახებ განაცხადების განხილვას. ამ საქმეთა ნაწილი განმცხადებლის მიერ მიმართვის საფუძველზე აღიძრა, ნაწილის შესწავლა სახალხო დამცველმა თავისი ინიციატივით დაიწყო. გამოკვეთილი ტენდენციის, მნიშვნელობისა და განგრძობადობის გამო, ცალკეა გამოყოფილი შრომითი უფლებების პოლიტიკური მოტივებით შეზღუდვა განათლებისა და კულტურის სფეროებში.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ