კვლევები

საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევის შედეგებს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა როგორც ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობის მიმართ დამოკიდებულებები, ასევე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და არსებული დარღვევების შეფასება. ამ კუთხით, ანალიზი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდსა და ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევების აღქმასა და კონკრეტული სახის დარღვევების არსებობის შესახებ ინფორმირებულობაზე.

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

 

 

პრეზენტაციის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ