მიმდინარე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაცვა სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებისგან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაცვა სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებისგან

დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 - 15 აპრილი, 2021

ბიუჯეტი: 69,624 აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის გამოყენების ანალიზი;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების შესახებ;
  • სოციალური მედიის დაცვა საზღვარგარეთიდან მომდინარე მტრული ინფორმაციული ჩარევებისგან.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • არჩევნების კონტექსტში სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების მონიტორინგი თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით;
  • მონიტორინგის შედეგებისა და სოცმედიის უსაფრთხო გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის ვებპლატფორმების, მათ შორის კომიქსის და ჩატბოტის, გამოყენებით;
  • სოციალური რეკლამების მომზადება მტრული ინფორმაციული კამპანიების შესახებ და მათი ეროვნულ მაუწყებლებში გაშვება;
  • რეგულარული კომუნიკაცია Facebook-თან მონიტორინგის შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარებისა და სოცმედიის მტრული ჩარევებისგან დაცვის მიზნით.