მიმდინარე

სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის

ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2020 - 31 დეკემბერი, 2021

ბიუჯეტი: 200,000 ევრო

დონორი: ევროკომისია

პროექტის მიზანი: თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესების მონიტორინგის, საარჩევნო რეფორმის ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა განათლების წახალისების გზით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • ფართომასშტაბიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის მისიის განხორციელება 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
  • საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება რეკომენდაციების შემუშავების და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების მეშვეობით;
  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა უმცირესობებით დასახლებულ და ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში.