დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის დროს
დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
ხანგრძლივობა: 21 მაისი, 2020 – 21 დეკემბერი, 2020
პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ბიუჯეტი: 55,000 აშშ დოლარი („სამართლიანი არჩევნების“ ბიუჯეტი 12,198 აშშ დოლარი)
პროექტის მიზანი:
- საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული ვითარების მარეგულირებელ ნორმატიულ სივრცეში ხარვეზების აღმოფხვრა და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგების ხელშეწყობა;
- 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე ხელისუფლების მიერ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა შელახვის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და უფლებაშელახული პირების სამართლებრივი დაცვა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის ხელშეწყობისთვის გაანალიზდება საქართველოში კრიზისული ვითარების მართვისა და საგანგებო მდგომარეობის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზა;
- მოხდება იმ ნორმებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების იდენტიფიცირება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ფორმალური და მატერიალური კანონიერების კონსტიტუციურსამართლებრივ და საერთაშორისო სტანდარტს;
- მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი;
- საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად მოხდება მათი ადვოკატირება;
- პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა გაუმართლებლად შეზღუდეს მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, გაეწევათ უფასო იურიდიული დახმარება როგორც საერთო, ასევე საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლოებში;
- დამზადდება სოციალური რეკლამა, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას შეთავაზებული იურიდიული დახმარების შესახებ. სოციალური რეკლამა მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიებს ეთერში გაშვების მიზნით.