დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერება
დონორი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 11.2021-12.2022
ბიუჯეტი: 171,571 ლარი
მიზნები:
- კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერებისა და შინაარსის გადამოწმების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის გაზრდა საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი და შესაბამის სერვისებზე არასათანადო წვდომის მქონე მიზნობრივ ჯგუფებში;
- ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობა ახალ ქართულენოვან რესურსზე, რომელიც ხელს შეუწყობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამოქალაქო მიდგომის განვითარებას;
- სახელმწიფო აქტორების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება საერთო მიზნების გარშემო, უკეთესი კოორდინაციისა და საზიარო გამოწვევების გადაჭრის ერთობილივი გზების მოსაძებნად.
აქტივობები:
- მედია და საინფორმაციო წიგნიერების სემინარების ორგანიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით ზრდასრული და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, მაშ შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების კურსდამთავრებულებისა და ბენეფიციარების და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. 2022 წლის გაზაფხული-ზაფხული.
- პიტერ პომერანცევის წიგნის "ეს არ არის პროპაგანდა: თავგადასავლები ომში რეალობის წინააღმდეგ" ქართულად თარგმნა, გამოცემა და მიზნობრივი გავრცელება პროექტის ბენეფიციარებსა და წამყვან გამავრცელებლებს შორის. 2022 წლის გაზაფხული-ზაფხული.
- ორი კონფერენციის ჩატარება ჟურნალისტურ ეთიკასთან, დეზინფორმაციასა და მედია წიგნიერებასთან დაკავშირებულ თემებზე. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია კოორდინაციის გაძლიერება შესაბამის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა აქტორებს - არასამთავრო ორგანიზაციებს, სანდო მედიას, პროფესიულ ასოციაციებს, სამეცნიერო წრეებს, ფაქტების გადამმოწმებლებს, შესაბამის სამთავრობო უწყებებს და ა.შ. შორის, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. 2022 წლის მაისი და ოქტომბერი.