მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის
დონორი: EWMI (USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა)
ხანგრძლივობა: 01 ივლისი, 2022 - 31 დეკემბერი, 2023
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ბიუჯეტი: 94,142.09 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია პოლიტიკურად მოტივირებული დისკრიმინაციის/გათავისუფლების პრევენცია და შემცირება, ასევე მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- საჯარო სამსახურიდან/სახელმწიფო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების იურიდიული დახმარება;
- მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ჟურნალისტების/მედია საშუალებების მხარდაჭერა სტრატეგიული სამართალწარმოებით;
- ჟურნალისტის უფლებებისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- მედიის თავისუფლებისა და დეპოლიტიზებული საჯარო სექტორის საუკეთესო პრაქტიკის ეფექტური განხორციელების ადვოკატირება.