მიმდინარე

პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაძლიერება დემოკრატიისთვის საქართველოში

ხანგრძლივობა - თებერვალი, 2016 - თებერვალი 2019

ბიუჯეტი - 1 385 000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანი:
ა) შეაფასოს საარჩევნო გარემო და პოლიტიკურ პროცესები სანდო მეთოდოლოგის გამოყენებით; 
ბ) გაზარდოს საარჩევნო პროცესების ცნობადობა ამომრჩევლებში და სხვა სამიზნე ჯგუფებში და მიაწოდოს მათ მონიტორინგის შედეგები პერიოდული ანგარიშების სახით; 
გ) ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების განვითარებას და შეიმუშავოს რეკომენდაციები გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობისათვის.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში განახორციელდება წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მუშაობა როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე საქართველოს მასშტაბით 

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების შესახებ მომზადდება განცხადებები, გამოიცემა პერიოდული ანგარიშები შესაბამისი შემდგომი რეაგირებით

არჩევნების დღეს 1000-მდე დამკვირვებელი დააკვირდება საარჩევნო პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე; ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე

არჩევნების დღეს მიღებული ინფორმაციის დამუშვების საფუძველზე მომზადდება რამდენიმე განცხადება არჩევნების პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების, დაფიქსირებული დარღვევებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ

მომზადდება შემაჯამებელ ანგარიში, რომელშიც შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისათვის მომავალში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად