საჯარო სექტორიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა სამართლებრივი დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ხანგრძლივობა: 3 ნოემბერი, 2022 – 3 ნოემბერი, 2023
ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხესთან და სამართლებრივი ბრძოლის გზებთან დაკავშირებით
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- საჯარო სექტორის ცვლილებების მონიტორინგი;
- კვლევების, ბლოგების, განცხადებების მომზადება;
- სამართლებრივი სერვისის მიწოდება და სასამართლოში წარდგენა;
- შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონში;
- თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან;
- სახალხო დამცველთან თანამშრომლობის გაზრდა პოლიტიკური დისკრიმინაციის საკითხებზე.