შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცნობიერების ამაღლება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას
დონორი: ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ხანგრძლივობა: 16 აგვისტო, 2021 - 2 ოქტომბერი, 2021
ბიუჯეტი: 17,380.80 ლარი
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საარჩევნო პროცესებში ჩართვის გაზრდა, მათ შორის საარჩევნო საკითხებში მათი ცნობიერების ამაღლების მეშვეობით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
სამართლიანი არჩევნები ჩაატარებს ერთ ონლაინ და 5 დასწრებულ ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობით (12-დან 15 მონაწილემდე). ორგანიზაციის წარმომადგენლები დამსწრეებს საარჩევნო პროცედურებზე, რეგულაციებზე, საკანონმდებლო რეფორმის პროცესზე და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. სამართლიანი არჩევნები შეიმუშავებს და დაარიგებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბროშურებსაც.