სოციალური მედიის მონიტორინგი 2020-2021 წლების არჩევნების განმავლობაში
დონორი: Institut für Auslandsbeziehungen | გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2020 - 31 დეკემბერი, 2021
ბიუჯეტი: 104,935.57 ევრო
პროექტის მიზნები:
პროექტის ძირითადი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საინფორმაციო სივრცის დაცვა სოციალურ მედიაში მიმდინარე დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და სხვა მტრული საინფორმაციო ოპერაციებისგან. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს შემდეგ ამოცანებს:
- საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას სოციალურ მედიაში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიების ანალიზი;
- საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში სოციალური მედიის ბოროტად გამოყენების თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
- სოციალურ მედიაში მიმდინარე მტრული საინფორმაციო კამპანიების მიმართ საზოგადოების მედეგობის უზრუნველყოფა; და
- სოციალური მედიის კომპანიების მიერ შესაბამისი მექანიზმების შემოღება საარჩევნო პროცესების მტრული გავლენებისგან დაცვის მიზნით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- არჩევნების კონტექსტში სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების მონიტორინგი და ანალიზი, მათ შორის საქართველოს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მომხმარებლებში;
- რეგულარული კომუნიკაცია სოციალური მედიის კომპანიებთან მონიტორინგის შედეგების გაზიარების და გამოვლენილი ქსელების წაშლის უზრუნველყოფის მიზნით;
- საზოგადოების ინფორმირება სოციალურ მედიაში მიმდინარე დეზინფორმაციის და სხვა საინფორმაციო ოპერაციების შესახებ;
- რეგულარული კომუნიკაცია შიდა აქტორებთან სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების თაობაზე; და
- მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოების გამოყენება სოციალურ მედიაში მიმდინარე მტრული კამპანიების გამოსავლენად.