სიახლეები

100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

2013 წლის 18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს კონფერენცია: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. 
 
კონფერენციაზე ორგანიზაციებმა განიხილეს და შეაფასეს ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებული რეფორმები და წარადგინეს საკუთარი რეკომენდაციები. ღონისძიებას დაესწრნენ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები: საქართველოს პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები, მთავარი პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსიც.



100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები