სიახლეები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს, ძირითადად, 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩე... by on Scribd