სიახლეები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 69 გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში მოიცავს, ძირითადად, 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. ამავე ანგარიშში წარმოდგენილია პირველადი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის შესახებ, რომელიც 12 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.