სიახლეები

ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში (პრეზენტაცია)

სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობებში  მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე. თვითმმართველობებიდან მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან საერთო ჯამში გათავისუფლდა 884 საჯარო მოსამსახურე . გათავისუფლების ყველაზე მეტი  ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ თბილისში (226), იმერეთის (173), ქვემო ქართლის (144),  აჭარისა (90) და კახეთის (63) რეგიონებში. სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, გურიისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან გათავისუფლებულ იქნა 30-დან 50-მდე  საჯარო მოსამსახურე. შედარებით ნაკლები, გათავისუფლების 23 შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო მოხელეთა გათავისუფლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (7)  -  რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში. 

საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე (437) გათავისუფლდა გამგეობებიდან. მერიიდან გათავისუფლებული მოხელეების რაოდენობამ 287 შეადგინა, ხოლო საკრებულოდან - 159.