სიახლეები

ახალი კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და კრიზისის დაძლევის 6-პუნქტიანი გეგმა

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას. 

ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირები ვაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6 პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ: 

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას - საზოგადობრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, შეხედულებები და ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე; 

2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; 

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას - ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა. 

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას 2017 წლის პერიოდში - აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა შესაბამისობის ანგარიშმა, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს მოიცავს, გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს. ვინაიდან ახალი მენეჯმენტის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული კრიტიკის ობიექტი გახდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს საზოგადობრივ მაუწყებელში და შესწავლილ იქნას გასული წლის საქმიანობა. 

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მათ შორის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვას და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას - სამეურვეო საბჭოს და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად. 

6. არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება - საზოგადოებივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს ვეტო და სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF) 
სიდა 
მედია კლუბი 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია  
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საფარი კონსტიტუციის 42-ე მუხლი 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
მედიის ინსტიტუტი 
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 
ვროპის ფონდი 
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია 
კავშირი „დემოსი“ 
ბოლნისის ენის სახლი 
საქართველოს სასოფლო დარბაზი 
ასოციაცია „სპექტრი“ 
დემოკრატ მესხთა კავშირი 
სათემო კავშირი ჰერეთი 
მშვიდობის ქარტია 
ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის 
ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ 
ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი 
საუნჯე 
ათინათი 
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი 
ნაბიჯი ხარაგაული 
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი 
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი 
პაატა შამუგია - პოეტი 
ლაშა ბაქრაძე - მწერალი 
სანდრო ჯანდიერი - რეჟისორი 
გვანცა ჯობავა - წიგნის გამომცემელთა ასოციაცია 
რატი ამაღლობელი - პოეტი  
ლაშა ბუღაძე - მწერალი 
ნესტან კვინიკაძე - მწერალი  
ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 
ნინო ივანიშვილი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი 
შოთა იათაშვილი - პოეტი 
ზურაბ რთველიაშვილი - პოეტი 
ლევან ბერძენიშვილი - ფილოლოგი 
ნინო ბექიშვილი - მწერალთა სახლის მენეჯერი 
მაშო სამადაშვილი - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია  
ოთარ ჯირკვალიშვილი - მწერალი 
იუნონა გურული - მწერალი 
თემურ ჩხეტიანი - პოეტი  
ქეთი ქანთარია - მთარგმნელი 
თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი 
დიანა ანფიმიადი - მწერალი  
ზვიად რატიანი - პოეტი 
დარეჯან კიკოლიაშვილი - მთარგმნელი 
დათო რობაქიძე - პოეტი 
ჯიმშერ რეხვიაშვილი - მწერალი 
გაგა ნახუცრიშვილი - პოეტი 
ირაკლი ლომოური - მწერალი 
გია ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლა 
ირაკლი კაკაბაძე - მწერალი 
ნათია მიქელაძე - გოეთეს ინსტიტუტი 
ხათუნა ცხადაძე - მთარგმნელი 
ნინო რობაქიძე - მედია მკვლევარი 
ნინო ხარატიშვილი - მწერალი 
თეონა ჯორბენაძე - სცენარისტი/პროდიუსერი 
დათო ტურაშვილი - მწერალი  
ეკატერინე ტოგონიძე - მწერალი 
მედეა ბაქრაძე - მხატვარი 
ხათუნა თავდგირიძე - მწერალი