სიახლეები

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დასკვნები და რეკომენდაციები

2011 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტის #726 ბრძანებულებით შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელიც პარიტეტის პრინციპზე დაყრდნობით შედგებოდა ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. კომისიის შექმნის მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ორგანოს განეხორციელებინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება.   

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, ევროპის საბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მხარდაჭერის პროექტი“. პროექტი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ამომრჩეველთა სიის სრულყოფის პროცესისთვის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის, გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით. 

პროექტით გათვალისწინებული იყო რამდენიმე ძირითადი საქმიანობა: კომისიის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კომისიის რეგისტრატროთა შერჩევის მონიტორინგი; რეგისტრატორთა ტრენინგის მონიტორინგი; კარდაკარის საველე სამუშაოების მონიტორინგი; რეკომენდაციების შემუშავება.  

პროექტის განსახორციელებლად შემუშავებული იქნა შესაბამისი მეთოდოლოგია და განსაზღვრული იქნა შესასწავლ საკითხთა წრე, როგორიცაა, მაგალითად: რამდენად კარგად იყო ორგანიზებული რეგისტრატროთა ტრენინგი; აქვს თუ არა რეგისტრატორს წარსულში მსგავსი საქმიანობის გამოცდილება; შედგა თუ არა ინტერვიუ ბინაში რეგისტრირებულ ყველა რესპონდენტ(ებ)თან; იყო თუ არა ბინაში ისეთი პირი, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ არ არის ამომრჩეველთა სიაში; ხომ არ დაუფიქსირებია რეგისტრატორს საკუთარი პოზიცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ; იყო თუ არა მისამართზე რეგისტრირებული რომელიმე პირი საზღვარგარეთ გასული, გარდაცვლილი ან დაუდგენელი  და ა.შ. 

პროექტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელების შედეგად შემუშავებული იქნა დასკვნები. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მომავალში, სიების გადამოწმების პროცესის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები.

Vlvc Report Ge by ISFED