სიახლეები

EPDE აპროტესტებს გოლოსის თანამშრომელთა სახლების ჩხრეკას

“ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის” (EPDE) გამოხატავს მკაცრ პროტესტს EPDE-ს წევრი ორგანიზაციის “გოლოსის” თანამშრომელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით

2015 წლის 7 ივლისს, დილის 6:30 სთ.-ზე განხორციელდა EPDE-ს წევრი ორგანიზაციის, “გოლოსის” თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა; კერძოდ, გაჩხრეკილ იქნა “გოლოსის” დირექტორის მოადგილის გრიგორი მელქონიანცის, უფროსი ექსპერტის რომან უდოტისა და გოლოსის რეგიონთაშორისი ფონდის დირექტორის, ტატიანტა ტროინოვას კუთვნილი საცხოვრებელი ბინები. შედეგად წაღებულ იქნა დოკუმენტები და ტექნიკური აპარატურა. იმავე დღეს, მოგვიანებით განხორციელდა “გოლოსის” ქ. მოსკოვში მდებარე ოფისის ჩხრეკა. აღნიშნული ჩხკრეკები, ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამარას ოქლის სამმართველოს წარმომადგენელთა მიერ და ოფიციალურად უკავშირდება სამარაში “გოლოსის” ფილიალის წინააღმდეგ მიმდინარე დევნას. 

ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში, “გოლოსის” სამარას ოლქის ფილიალის ხელმძღვანელს, ლუდმილა კუზმინას ბრალად წაეყენა გადასახადების თავიდან აცილება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ლუდმილა კუზმინას გადასახადების სახით მართებდა 2 მილიონი რუბლი (დაახ. 40 000 აშშ დოლარი) იმ შემოწირულობებისათვის, რომელიც “გოლოსის” ფილიალმა 2010-2012 წლებში  მიიღო. “გოლოსმა” აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოდ გამოაცხადა და გაასაჩივრა.  გრიგორი მელქონიანცის, “გოლოსის” დირექტორის მოადგილის განმარტებით, მოსკოვში ჩატარებული ჩხრეკები 2015 წლის მოახლოვებულ არჩევნებში ორგანიზაციის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისკენ არის მიმართული. კერძოდ, Twitter -ის საშუალებით გრიგორი მელქონიანცმა განცხადა: “მათ არ სურთ, რომ 13 სექტემბრის არჩევნებს დავაკვირდეთ.” 

EPDE-ს წევრი ორგანიზაციის “გოლოსის” საშუალებით მოქალაქეთა მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი საარჩევნო მონიტორინგი წარმოადგენს ამომრჩეველთა ძირითად უფლებას, განახორციელონ საარჩევნო პროცესების კონტროლი. რუსეთის ფედერაციამ, ევროსაბჭოსა და ეუთოში გაწევრიანებით აიღო მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დაცვის ვალდებულება. EPDE გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის ფედერაციაში არჩევნების დამოუკიდებელ სამოქალაქო დამკვირვებელთა დაშინების მიზნით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის ბინების ჩხრეკის, პირადი ქონების კონფისკაციის, უსამართლო საგადასახადო ვალდებულებებისა დაკისრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მანიპულირებით განხორციელებული სამართლებრივი დევნის თაობაზე. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, დაიცვას თავისი კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებები, და უზრუნველყოს მომავალ არჩევნებში მოქალაქეთა მიერ დამოუკიდებელი საარჩევნო მონიტორინგის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა. 

“ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის” (EPDE) აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს: ასოციაცია გოლოსი (რუსეთი), ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტი (ბელორუსი) – BHC, უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტი - CVU, საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიული სწავლების ცენტრი - EMDS (აზერბაიჯანი), European Exchange (გერმანია), ვანაძორის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა (სომხეთი), ადამიანის უფლებათა ცენტრი “ვიასინა” (ბელორუსი), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სერთაშორისო საზოგადოება - ISFED, ნორვეგიული ჰელსინკის კომიტეტი - NHC, სამოქალაქო ქსელი OPORA (უკრაინა), ასოციაცია Promo-Lex (მოლდოვა), სტეფან ბატორის ფონდი (პოლონეთი), შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი - SILC (შვედეთი), საერთაშორისო გამჭვრივალობის ანტი-კორუფციული ცენტრი (სომხეთი).