სიახლეები

ეუთოს ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში „სამართლიანი არჩევნები“ მონაწილეობდა

2015 წლის 9-10 მარტს, ვარშავაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ორგანიზებით გაიმართა რეგიონული მრგვალი მაგიდა „საარჩევნო დავების მოგვარება აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში: მართმსაჯულების ხელმისაწვდომობა და გასაჩივრების ეფექტური საშუალებები“.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან, კერძოდ, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელარუსიიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. „სამართლიანი არჩევნებიდან“ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო ელენე ნიჟრაძემ.

შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო დავების მოგვარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესრულების შესახებ გამოცდილების გაზიარება რეგიონულ დონეზე და მათი შესრულების კუთხით კონკრეტული გამოწვევების განხილვა. 

მრგვალი მაგიდის შედეგად გამოვლენილი ძირითადი დასკვნები და წინადადებები გამოყენებულ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მონაწილე სახელმწიფოთა საარჩევნო დავების პრაქტიკის გაუმჯობესების დასახმარებლად.