სიახლეები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


საქართველოს კონტორლის პალატის ფინანსური მონიტორინგისსამსახურის მიერ განხორციელებული მოქალაქეთადაკითხვის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი) განხორციელდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა თუ მოქალაქეთამასობრივი დაკითხვები. სულ დაკითხულთა რაოდენობამ 150 მოქალაქეს გადააჭარბა.
კამპანია „ეს შენ გეხება“ უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ:
•კონტროლის პალატის ქმედებები, რომელებიც მათივე განმარტებით, პარტიების ფინანსური
გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა დევნის ნიშნებს;
• კონტროლის პალატის წარმომადგენლების ქმედებები მრავლად შეიცავდა, ასევე,
უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებს. კერძოდ, უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა შეეხებოდა,
აგრეთვე, მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივობების დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს;
•დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებით. ადგილი ქონდა ადვოკატის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც მას არ მიეცა დაკითხვის პროცესზე დასწრების საშუალება;
•ჟურნალისტებს ხელიეშლებოდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში;
•კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები.
ვფიქრობთ, დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხევვაში 6 საათამდეც გრძელდებოდა),
დასმული შეკითხვები, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. აღნიშნული ქმედებები საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.