სიახლეები

ISFED-ის კვლევის მიხედვით ყველა საკრებულოში შემაშფოთებელი გენდერული დისბალანსია

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ საქართველოს 71 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შემადგენლობა შეისწავლა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შემაშფოთებელი გენდერული დისბალანსი გამოიკვეთა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით 2083 დეპუტატიდან მხოლოდ 242 ქალია. 

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული სტატისტიკა გენდერული ბალანსის გადანაწილების მაღალმთიან და არამაღალმთიან, მონოეთნიკური და მრავალეთნიკური რეგიონების მიხედვით.  

მაგალითად, თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკის, ასპინძის საკრებულოებში, ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული შედეგები შემაშფოთებელია ვინაიდან, მოცემულ ქალაქებში საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობა. (თელავი - 71 000; მცხეთა - 60 000; ფოთი 41 000).

გარდა აღნიშნულისა, კვლევაში მოცემულია თუ როგორია გენდერული ბალანსი უშუალოდ პარტიების რიგებში. რომელ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი ან ყველაზე ნაკლები წარმომადგენელი.

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში მიმოხილულია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად.ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სავალდებულოა გენდერული კვოტირების დროებითი ზომების შემოღება   ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.



ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული მონიტორინგი და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გ...