სიახლეები

ქართული ოცნების მმართველობის ორი წლის შეფასების ანგარიში

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში დღეს, 28 მაისს, 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ანგარიშისთვის მომზადდა საარჩევნო რეფორმის ნაწილი, ორგანიზაციამ ასევე, თვითმმართველობის რეფორმის თავის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.


ანგარიში მიმოიხილავს საჯარო პოლიტიკის ოცზე მეტ სფეროს, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და სადაც, ანგარიშის ავტორების აზრით, შემდგომი რეფორმირებისათვის ყველაზე მეტი ძალისხმევის გაღება არის საჭირო.

ეს სფეროებია: სახელმწიფოს მართვის სისტემა, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, უმცირესობები და თანასწორობის საკითხები, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბუნებრივი რესურსები და ენერგეტიკა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, ღია მმართველობა და მედიის გარემო.

“ქართული ოცნების” მმართველობის ორი წელი (არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები)