სიახლეები

ხვალ, 2013 წლის 2 ივნისს 13:00-საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები მდგომარეობის გასაცნობად სოფელ დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

ხვალ, 2013 წლის 2 ივნისს 13:00-საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები მდგომარეობის გასაცნობად სოფელ დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. 
\"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება\" (ISFED), \"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო\", \"კონსტიტუციის 42-ე მუხლი\", \"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი\" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გააპროტესტებენ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.