სიახლეები

კოალიციამ კამპანია „სამართალი ითხოვს!“ - ფარგლებში ფორუმი გამართა

11 მაისს სასტუმრო რედისონში,კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართმსაჯულებისათვის კამპანიის - „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში გამართა ფორუმი „საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა-შემდგომი ნაბიჯები“.

ფორუმი  დუგლას ბოლმა - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, ნინო გვენეტაძემ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა - კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების თავმჯდომარემ გახსნეს. 

ფორუმზე განიხილეს კოალიციის რეკომენდაციები  მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, საქმეთა განაწილებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხებზე. ფორუმის მიზანია კოალიციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაცნობა, საკითხებზე ღია დისკუსიის წარმართვა და რეკომენდაციების სამომავლო იმპლემენტაციისთვის დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერის  მოპოვება. 

ფორუმს დაესწრნენ ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები. 

ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 საზოგადოებრივი ფორუმი იყო. კოალიცია აერთიანებს 30-ზე მეტ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი მიზანია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მხარდაჭერა  სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით.