სიახლეები

ლომჯარია და გიგაური 'პატრიორტთა ალიანსის' მოშიმშილე წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 12 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამწვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელები მოშიმშილე ირმა ინაშვილსა და „პატრიორტთა ალიანსის“ სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, მოშიმშილეებს რამოდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორისაა, სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნის წესის გადახედვა და გამკაცრება; პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეზღუდვა; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვა; საარჩევნო სისტემის ცვლილება და სხვა.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული საკითხების პრობლემატურობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ და მიგვაჩნია რომ აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს გადახედვას და დახვეწას.  31 ოქტომბრის შუალედურმა არჩევნებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა მოქმედი საარჩევნო კანონდმებლობის გადახედვის აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში წარიმართება.

„სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელიც შეეხება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების რეგულაციების დახვეწას, ადმინისტრაციული რესურსის არსასათანადოდ გამოყენების წესის გამკაცრებას, უბნის შედეგების გადათვლისა თუ შედეგების ბათილობის საფუძვლების საკანონმებლო დონეზე განსაზღვრას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვას.

ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, აღნიშნული რეკომენდაციები განხილულ იქნას ყველა დაინტერესებული მხარისა და პოლიტიკური ძალის ჩართულობითა და მონაწილეობით.

აქვე, გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას და აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, გაუმჯობესდება თუ არა ცალკეული პროცედურული ნორმები, საარჩევნო რეფორმის ჭრილში საარჩევნო სისტემის ცვლილება კვლავ რჩება ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნად ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნის ყველაზე ეფექტური და რეალური გზა სწორედ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლლებაა.