სიახლეები

პარლამენტის წევრზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

გვსურს გამოვეხმაუროთ 31 მარტს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის  თანახმად, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისასმის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ, და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ამ შემთხვევის გამო და დაუშვებლად მივიჩნევთ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართპარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების არასამთავრობო ორგანიზაციებიმომხდარის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ  და ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩადენილ ძალადობას დაუშვებლად მივიჩნევთ. აქვე განვმარტავთ, რომ პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება  სახელმწიფოს ეკისრება.

საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და საკვანძო როლს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით. ცხადია, რომ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ფუნქციას პარლამენტი ეფექტიანად ვერ შეასრულებს, თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი გააჩნდეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა. მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთას ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)