სიახლეები

პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის უფლებამოსილებებზე ISFED-მა ბათუმში დისკუსია გამართა

,,სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით, ქალაქ  ბათუმში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" 15 ოქტომბერს დისკუსია-შეხვედრა  გაიმართა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებზე. ასევე, აჭარის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დათხოვნის აჭარის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებმოსილებაზე.

მომხსენებლები იყვნენ  სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. დისკუსიას  "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური კოორდინატორი მადონა ბერიძე უძღვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოების ინტერესს წარმოადგენდა კონსტიტუციით გათვალისწინებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის უფლებამოსილებები, მათდამი ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების პროცდურები და ცვლილებების საჭიროებები.

რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს, აღინიშნა, რომ მკაფიოდ არაა გაწერილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, ძალიან მარტივ და დაუსაბუთებელ პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია, რაც შეიძლება პოლიტიკურ ძალთა გარკვეულმა ჯგუფმა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის. .