სიახლეები

რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ

ამომრჩევლის მოსყიდვის საკანონმდებლო რეგულირება ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია, ამასთან, დეფინიციები და შესაბამისი სანქციები მოცემულია სამ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, რაც არსებული რეგულაციების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებას განაპირობებს. 

მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული განმარტებების ჰარმონიზაცია და იმ ბუნდოვანებების ამოღება დეფინიციებიდან რაც, ამომრჩევლის მოსყიდვის ფართოდ და დაუსაბუთებლად განმარტების შესაძლებლობას ქმნის. მაგალითად, პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების გამო.“ ვფიქრობთ, ამ ჩანაწერით ნორმა სცდება მის მიზნებს და ადგენს პასუხისმებობას კანონით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვისაგან თავის არიდების შემთხვევაში. აღნიშნულ პრობლემას ამ ნორმის პრაქტიკაში ამგვარი განმარტებაც ადასტურებს. ამასთან, სისხლის სამართლის მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მოსყიდვისათვის ამომრჩევლის სისხლისსამარლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მივიჩნევთ, რომ კანონმდებელმა ზემოაღნიშნულის დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს და ამ პროცესში გაითვალისწინოს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილება, არამედ ქვეყნის კონტექსტი. კერძოდ, ისეთი სოციალური ფაქტორები როგორიცაა: უმუშევრობის პრობლემა, სიღარიბის მაჩვენებელი, ამომრჩევლის ცნობიერების დაბალი დონე და სხვა.

რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ