სიახლეები

რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის შეზღუდვის შესაძლებლობები საქართველოში

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია მიმოიხილოს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის რეგულირების პრაქტიკა და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს ხელისუფლებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, რამდენჯერმე დადგა რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დარეგულირების საკითხი. მეტწილად, ეს მიმართული იყო დომინანტური რელიგიური ჯგუფის კრიტიკული პოზიციებისგან დასაცავად. თავის მხრივ, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია ბუნდოვანებას ქმნის მისი რეალური აღსრულების კუთხით და ასევე, გამოხატვის თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევის რისკებს აჩენს.