სიახლეები

'სამართლიანი არჩევნების' შემაჯამებელი ანგარიში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არაერთგზის.  გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, სხვა შემთხვევაში კი ისინი  საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. „აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გამგებლების ცვლილებების მეორე ტალღა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ დანიშნული, ახალი გამგებლების იმპიჩმენტის პროცედურები არაერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ადგილი ჰქონდა იძულებასაც. 3 აგვისტოს შემდგომ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე,  გამგებელი კიდევ 13 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე სამ მუნიციპალიტეტში, ხოლო მერი ორ ქალაქში შეიცვალა.“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.