სიახლეები

შუალედური არჩევნების შემდგომი პერიოდის, საჩივრებისა და სასამართლო დავების შეფასება

2016 წლის 22 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვებამ საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვის პროცესში რიგი ხარვეზები გამოავლინა. საოლქო საარჩევნო კომისიებს არაერთგვაროვანი მიდგომა ჰქონდათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ წარდგენილ საჩივრებზე. ამასთან, სარჩელების განხილვისას სასამართლომ არასწორად განმარტა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლები, რაც მის მიერვე დადგენილ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაშია. სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო საარჩევნო დავებთან დაკავშირებული რეგულაციების ბუნდოვანება და საარჩევნო დავებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, სავარაუდოდ, შემჭიდროებული განხილვის ვადების გამო. 



22 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდგომი პერიოდის, საჩივრებისა და სასამართლო და...