სიახლეები

ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული მონიტორინგის ანგარიში

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 10 მაისს,  2011-2015 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის ხელმძღვანელი პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში, კონკრეტული რეკომენდაციებია წარმოდგენილი. ორგანიზაციია მიიჩნევს, რომ, მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; ასევე უნდა განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა. წახალისებას, პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ, დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე. 

 

ვრცლად, ანგარიში წაიკითხეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

 


ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიში by Manila Terrence Parker