სიახლეები

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის მნიშვნელოვან საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდა. მეტწილად ინკლუზიურად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ივნისის ბოლოს ერთგვარ ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. 



წინასაარჩევნო გარემოს შეფასება