ევროკავშირის საგარეო მოქმედებების დაფინანსება 2021-2027 წლების მრავლწლიან ფინანსურ ჩარჩოში (MFF) და მისი სავარაუდო გავლენა საქართველოზე
2020 წლის ბოლოს ევროკავშირმა ახალი, 2021-2027 წლების, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) დაამტკიცა. მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო 1988 წლიდან ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის განსახორციელებლად შვიდწლიან პერსპექტივას გვთავაზობს, ამასთან, მიზნად ისახავს ევროკავშირის ხარჯების პროგნოზირებასა და საბიუჯეტო დისციპლინის უზრუნველყოფას.
2014-2020 წლების, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ოდენობა €1 087 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ახალი, 2021-2027 წლების, MFF-სათვის კავშირმა €1.074 მილიარდი გამოჰყო.
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ევროკავშირის 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) შესახებ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს შეთავაზებები, ამასთან, მიმოხილულია ორი ინსტიტუტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისათვის, კონკრეტულად კი საქართველოსთვის.