გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები
2018 წელი გამოხატვის თავისუფლებისათვის გამოწვევად შეგვიძლია შევაფასოთ. ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო რეგრესულმა და თავისუფალი გამოხატვის შემზღუდველმა ინიციატივებმა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. საზოგადოების მწვავე რეაქციის და ნეგატიური გამოხმაურების შედეგად ამ ინიციატივების უმეტესობა კანონად ვერ გადაიქცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია პარლამენტში მსგავსი ინიციატივების მომრავლება და ამ ფონზე სასამართლოს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის სადავო და საშიშ ინტერპრეტაციას ახდენს. წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია მოცემული წლის განმავლობაში გახმაურებული ფაქტები და ინიციატივები, რაც ერთიანობაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე მიუთითებს.
ISFED - გამოხატვის თავისუფლ... by on Scribd