პოლიტიკის დოკუმენტები

როგორ უმკლავდება ევროკავშირი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს

ფოტო: John Thys/AFP/Getty Images

 

COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებს წარმოქმნილ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან გამკლავება მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ. ევროკავშირს გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი ქმნის როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებს, თუმცა ამავე დროს, კრიზისი ხსნის ახალ შესაძლებლობების ფანჯარას, რათა გაძლიერდეს ევროპული ინტეგრაცია და გაიზარდოს ევროკავშირის, როგორც გლობალური აქტორის როლი მსოფლიოში.