საკუთრების უფლების ქსენოფობია
2013 წელს სოფელ
დიცის
მოსახლეობამ
ინდოელ
ბიზნესმენებს
სოფლის
ტერიტორიაზე
ნერგების
დარგვის
საშუალება
არ მისცა.
ერთ-
ერთი
ადგილობრივი
აცხადებდა:
„ჩამოგვართვეს ნაკვეთები.
.
.
ინდიელები
არიან
მოსულები...
ჩვენ შევაჩერეთ,
ესაა ჩვენი
შვილებისა,
ჩვენი
სოფლისა
და ჩვენი
საქართველოს
მიწა,
არათუ
ინდიელებისა2“.
მოქალაქის
ერთი
შეხედვით
სამართლიანი
განწყობა,
რეალურად,
ქვეყნის
შიგნით
არსებული
გარკვეული
ჯგუფების
მუდმივი
შიშების
კარგი
ილუსტრაციაა-
„ჩამორთმევა“, რომელზეც
დიცის
მოსახლე
საუბრობს,
სამართლებრივი
ტერმინი
„ჩამორთმევის“ იდენტური
არ არის.
მოქალაქე
მიიჩნევს,
რომ ჩამოერთვა
მიწა,
რომელიც
მის პირად
საკუთრებაში
არც არასდროს
ყოფილა.
თუმცა,
რადგან
საქართველოში
გლეხი
მიჩვეულია,
რომ მის სიახლოვეს
არსებულ
სასოფლო-სამეურნეო
მიწას
კონკრეტული
მეპატრონე
არ ჰყავს და სახელმწიფო,
როგორც
მესაკუთრე,
ნაკლებ
ხელშესახებია,
მისი
აღქმა
ამგვარად
ჩამოყალიბდა-
მიწა
სოფლისაა.
ამ
დამოკიდებულების
ფონზე,
მიწის,
როგორც
საკრალური
ობიექტის,
უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე
გასხვისების
შესაძლებლობა,
წლებია
მმართველი
ხელისუფლების
მიერ
სპეკულირების
საგნად
იქცა.