საქართველოს ევროპეიზაციის გრძელვადიანი პერსპექტივები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაერთიანებაში ინტეგრაციის მაღალ საფეხურს წარმოადგენს, თუმცა, არა საბოლოოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირში გაწევრების სურვილი, ევროკავშირი საკმაოდ ფრთხილია ევროპული პერსპექტივის, გაერთიანებაში გაწევრების ერთგვარი წინაპირობის ოფიციალურად გაცემის მხრივ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო დროს ევროკავშირის წინაშე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე. ევროკავშირის ბოლო გაფართოება 2013 წელს მოხდა, როცა გაერთიანებას რიგით ოცდამერვე წევრი, ხორვატია შეუერთდა. თუმცა, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, გაერთიანების შემადგენლობაში კვლავ ოცდაშვიდი ქვეყანა იქნება. თუკი 2013 წლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა პასიური იყო, მალე ეს ტენდენცია შესაძლოა შეიცვალოს.
საქართველოს ევროპეიზაციის გრძელვადიანი პერსპექტივები by ISFED on Scribd