ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა.
არჩევნების დღის საბოლოო შედეგები
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ იმ კანდიდატების შედეგებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტი დააგროვეს.
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი
#41 ვლადიმერ კახაძე - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41.0%
#13 შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 36.8%
#42 ლევან იოსელიანი - დამოუკიდებელი - 6.5%
#35 გერმანე საბო - გირჩი - 4.8%
#45 გრიგოლ გეგელია - დამოუკიდებელი - 3.1%
#43 კობა დავითაშვილი - დამოუკიდებელი - 2.9%
#44 სოფიო ხორგუანი - დამოუკიდებელი - 2.6%
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი
#41 ზაურ დარგალი - ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო - 78.6%
#5 აგილ მუსტაფაევი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11.5%
#2 აკმამედ იმამკულიევი - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის - 7.5%
#42 ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი - 1.2%
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
#41 გიორგი შენგელია - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 54.2%
#5 სანდრა ელისაბედ რულოვს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 42.8%
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გარეთიანებული სამეფოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.