9 მრგვალი მაგიდა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საქართველოს მასშტაბით 9 მრგვალი მაგიდა ჩაატარა შემდედ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ბათუმი და ოზურგეთი. მრგვალი მაგიდები გაიმართა ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (USAID).
მრგვალი მაგიდების მიზანს წარმოადგენდა 2014 წელს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ძირითადი ცვლილებების განხილვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად. მრგვალი მაგიდების მთავარი თემები იყო მეორე: ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა და მისი მუშაობა; არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები: საარჩევნო სისტემა და ბარიერი მერების/გამგებლების არჩევნებისთვის; საარჩევნო კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებები - მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის და გამოეთქვათ თავისი რჩევები/რეკომენდაციები მომავალში საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელები ცვლილებების შესახებ.