ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ახალი მოადგილე ლევან ნატროშვილი იქნება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გუნდს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ლევან ნატროშვილი შემოუერთდა.
ლევან ნატროშვილს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. როგორც პროგრამების მენეჯერი, იგი ხელმძღვანელობდა კარგი მმართველობის სხვადასხვა პროგრამას, რომელსაც აფინანსებდნენ USAID, SIDA, OSI, NED და სხვა დონორები. ლევანს აქვს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს ხელმძღვანელობის გამოცდილება. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. გარდა ამისა, ლევანი არის ავტორი, თანაავტორი და კვლევის ხელმძღვანელი მრავალი პუბლიკაციის, რომელიც დაკავშირებულია კარგ მმართველობასთან, მათ შორის არჩევნებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო სამსახურთან, ეკონომიკურ ანალიზთან და სახელმწიფო შესყიდვებთან.
ლევან ნატროშვილს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების 10 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და არის რამდენიმე აკადემიური სტიპენდიისა და ჯილდოს მფლობელი.
ლევან ნატროშვილი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა.