ISFED-მა სამსახურიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი პირის საქმე წარმატებით დაასრულა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული, ხ.ჯ.-ს დავა და ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს“ ხ.ჯ.-ს გათავისუფლების გამო კოპენსაციის გადახდა დაეკისრა, 5 თვის ხელფასის ოდენობით.
ხ.ჯ. 2018 წლის თებერვლიდან დასაქმებული იყო ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში". 2021 წლის 31 დეკემბრის გაათავისუფლეს სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ხ.ჯ-თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეს აღემატება, რაც ხელშეკრულების უვადო შრომითი ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველია.
სასამართლოში ხ.ჯ.-ს ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ჩვენ დაგეხმარებით! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge