ISFED-მა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული კიდევ ერთი პირის საქმე წარმატებით დაასრულა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელის ინტერესებსაც “სამართლიანი არჩევნები” იცავდა და ბათილად ცნო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-ს დააკისრა მოსარჩელის გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა.
ნ.ა. 2018 წლის 28 ივნისიდან დასაქმებული იყო ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2021 წლის 27 დეკემბერს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუმცა იმის გამო, რომ ნ.ა. დასაქმებული იყო 30 თვეზე მეტი ვადით, მისი ხელშეკრულება მიჩნეული უნდა ყოფილიყო უვადოდ. სასამართლომ გაიაზარა “სამართლიანი არჩევნების” ადვოკატის არგუმენტები და დააკამაყოფილა სარჩელი.
სასამართლოში ნ.ა.-ს ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ჩვენ დაგეხმარებით! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge