პრესრელიზები

ISFED-ის მიერ საოლქო კომისიებში წარდგენილი საჩვრები

საუბნო კომისიებში “სამართლიანმა არჩევნებმა” 18 საჩივარი წარადგინა. აქედან, 3 შემთხვევაში საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის თაობაზეც საჩივარი იქნა წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის შესაბამისი პასუხიმგებლობის მოთხოვნის შესახებ. 

„სამართლიანი არჩევნებმა“  საოლქო კომისიებში 116 საჩივარი წარადგინა. ძირითად მოთხოვნას   წარმოადგენს კომისიის წევრების პასუხისმგებლობა, უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათლობა (21 შემთხვევა),  ასევე, კენჭისყრის შედეგების ბათილობა (10 შემთხვევა).

როგორც აღინიშნა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 21 შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის ბათილობა მოითხოვა სხვადასხვა მიზეზების გამო. (მაგ: შემაჯამებელი ოქმი არ შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს: #31 უბანი, თელავი; #76 და #85 უბნები, ბათუმი; #35 უბანი, ლანჩხუთი; #26 უბანი, ხაშური და სხვა), ასევე, 10 შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა იმ მიზეზით, რომ ოქმი გადასწორებულია ისე, რომ არ არის შედგენილი შესწორების ოქმი, დაირღვა ხმების დათვლის და/ან ბიულეტენების ბათილად/ნამდვილად ცნობის წესი (მაგ: #30 უბანი, ქარელი; #14 უბანი, კასპი; #94 უბანი, გლდანი; #24 და #39 უბნები, დმანისი; #61 უბანი, ბათუმი და სხვა). 

ასევე, "სამართლიანი არჩევნების" მიერ 10 შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კენჭისყრის შედეგების ბათილობა, ვინაიდან შემაჯამებელ ოქმებში არ დგინდება ბალანსი, კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ხელმოწერების რაოდენობას სიაში (მაგ: #22 უბანი, თერჯოლა;  #19 უბანი, ხონი; #25 უბანი, კასპი; #33, ჩოხატაური; #11, ჩუღურეთი და სხვა). 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საოლქო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 18 საჩივარი,  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14 საჩივარი, არ დაკმაყოფილდა 6 და არ განიხილეს 2 საჩივარი (#9 და #24 უბნები, ლანჩხუთი). უმეტეს შემთხვევაში კომისია აკმაყოფილებდა საჩივრებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაეკისრების მოთხოვნით. ამ ეტაპისთვის უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით კომისიების მიერ არც ერთი საჩვარი არ დაკმაყოფილებულა.

საოლქო კომისიები განაგრძობენ წარდგენილი საჩივრების განხილვას. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად „სამართლიანი არჩევნები“ მოახდენს მონაცემების განახლებას, რის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.