ISFED-მა ქუთაისში NGO-ების საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა
31 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ქუთაისის რეგიონულმა ოფისმა ადგილობრივი და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობები.
გარდა გასული თვის მანძილზე განხორციელებუბლი აქტივობების შეჯამებისა, შეხვედრაზე საუბარი იყო ნოემბრის თვეში დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვა სახის აქტივობებზე.
საკოორდინაციო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის დამკვირვებლები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ზურაბ ხურციძე
და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - ირმა პეტრიაშვილი, საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.