პრესრელიზები

ISFED ცესკოში ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს დააკვირდა

2015 წლის 27 მაისს, ‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’ ცესკოში ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს აკვირდებოდა.

საარჩევნო ბიულეტენები, მიმდინარე წლის 31 მაისს, სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ბიულეტენები დაიბეჭდა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, პროცესი იყო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 31 მაისს შუალედურ არჩევნებს სენაკის საარჩევნო ოლქის ორ  და ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ერთ უბანზე დააკვირდება.

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას  „სამართლიანი არჩევნები“ ვებგვერდის მეშვეობით განახორციელებს.